აზოვსტალი თითქმის სრულად განადგურდა, ნანგრევებში ბევრი ადამიანია – “აზოვი”

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხანა ძლიერი ბომბებით დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

სვიატოსლავ პალამარის თქმით, ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.

მისივე განმარტებით, აზოვის პოლკი ქალაქის დაცვას განაგრძობის, თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილები უნდა გადარჩნენ.

“ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“,– განაცხადა პალამარმა.