”აზოვსტალში” ასობით უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა – ”აზოვის” მეთაურის მოადგილე

”აზოვსტალში” ასობით უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა – აცხადებს, “აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, BBC-ის უკრაუნილ გამოცემასთან საუბარში.

კითხვაზე თუ რა ხდება ამ წუთას ”აზოვსტალზე” პალმარმა განაცხადა: ”ამჟამად ინტენსიურად ვიბომბებით თვითმფრინავებიდან, არტილერიიდან, რეაქტიული გამანადგურებელი სისტემებიდან. ბოლო ღამის განმავლობაში ჩვენ დავთვალეთ 25-ზე მეტი სახის ბომბი.”.

მან ასევე ისაუბრა, უკრაინელი სამხედროების დანაკარგებზე: „დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ, დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე, დაჭრილები 600-მდე ადამიანია. მაგრამ ეს მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება, ისევე როგორც დაღუპულთა რიცხვი… ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რამდენი სამხედროს ცხედარი ვერ გადმოვიტანეთ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპულების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებასა და გაცვლაზე. ახლა გარეთ უკვე თბილა, ცხედრები ხრწნას იწყებენ და ყველაფერს მოწამლავს“, – განაცხადა პალამარმა.

პალმარი ასევე აცხადებს, რომ ქარხანაში ბევრი დაჭრილი ჯარისკაცი იღუპება ინფექციური განგრენით რადგან არ არის საკმარისი ანტიბიოტიკები და არც ამპუტაციის შესაძლებლობა არსებობს.

სვიატოსლავ პალამარის თქმით, ისინი არ განიხილავენ ასობით დაჭრილი ჯარისკაცის და დაღუპულთა ცხედრების დატოვებას და ალყის გარღვევას. ხოლო ჯარისკაცების მცირე ჯგუფი, ვინც ამის გაკეთება გაბედა, მოღალატეებად ითვლებიან.