აზოვსტალში შესული ოკუპანტები ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ მარიუპოლის მცველებმა აზოვსტალის ქარხანაზე ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე და მოიგერიეს ჩვენმა დამცველებმა“,– განაცხადა მან.

არესტოვიჩის ცნობით, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა “შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლები მიმდინარეობს, ყველა სხვა ინფორმაცია ზუსტდება”.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობი ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ.