ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან ერთ წელიწადში კრიპტოვალუტით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

spot_imgspot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2025 წლის სავალდებულო ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციებით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

927-გვერდიან ანგარიშში ტრამპმა მიუთითა 635 მილიონი დოლარის როიალტი კრიპტოვალუტიდან, რომელიც მის მემზე შეიქმნა — ე.წ. TRUMP მემკოინიდან. ამ კრიპტოვალუტის ღირებულება მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა.

ტრამპმა ასევე დაადეკლარირა 500 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი World Liberty Financial-იდან — კრიპტოვალუტის კომპანიიდან, რომელიც მისმა ვაჟებმა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შვილებმა დააფუძნეს.

კიდევ მილიონობით დოლარი ტრამპმა უძრავი ქონებიდან და მისი სიმბოლიკით გაყიდული პროდუქციიდან მიიღო. თუმცა თეთრი სახლი უარყოფს, რომ ის პრეზიდენტობისგან ფინანსურ სარგებელს იღებს.

ტრამპის ბოლო ფინანსურ ანგარიშში მითითებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემებს, როცა მან 600 მილიონ დოლარზე მეტი დაადეკლარირა.

თეთრი სახლი არაერთხელ აცხადებდა, რომ ტრამპმა თავისი ბიზნესი ტრასტს გადასცა, რომელსაც მისი ვაჟები მართავენ, და უარყოფს ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ ტრამპმა შეერთებული შტატები „მსოფლიოს კრიპტოდედაქალაქად“ აქცია.

„არც პრეზიდენტს და არც მის ოჯახს არასდროს ჰქონიათ და არც არასდროს ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი“, — ნათქვამია კელის განცხადებაში.

„პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ყველა მოქმედება ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ნებისმიერი „ჟურნალისტი“, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, იმეორებს იმავე გაცვეთილ და ყალბ ნარატივს, რომელსაც დემოკრატები და ტრადიციული მედია უკვე ათი წელია ავრცელებენ“, — განაცხადა კელიმ.

თავად ტრამპმაც აღნიშნა, რომ მასზე ფედერალური კანონები ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ ვრცელდება.

გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ მისი შემოსავალი კრიპტოვალუტიდან მნიშვნელოვნად აღემატება უძრავი ქონების ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს — იმ სფეროდან, რომელმაც ტრამპს თავდაპირველად ცნობადობა მოუტანა.

მან დაახლოებით 77 მილიონი დოლარი მიიღო თავისი კლუბიდან Mar-a-Lago, ხოლო 122 მილიონი დოლარი — ფლორიდის შტატის ქალაქ დორალში მდებარე გოლფკლუბიდან.

ტრამპმა ასევე 30 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო გოლფკლუბებიდან ბედმინსტერში, ნიუ-ჯერსის შტატში, ჯუპიტერში, ფლორიდაში, და ტერნბერიში, შოტლანდიაში.

ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ტრამპმა მილიონები სხვა ბიზნესპროექტებიდანაც გამოიმუშავა.

მათ შორისაა 4.7 მილიონი დოლარი ტრამპის ბრენდით გაყიდული საათებიდან, ასევე ბიბლიებიდან, სპორტული ფეხსაცმლიდან, პარფიუმერიიდან და გიტარებიდან მიღებული საავტორო/სალიცენზიო შემოსავლები.

პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმაც მიუთითა 2025 წლის შემოსავალი. მან 10.7 მილიონი დოლარი მიიღო „სალიცენზიო შეთანხმებიდან“, რომელიც მის შესახებ გასულ წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმს უკავშირდება.

კიდევ 6 მილიონი დოლარი მითითებულია NFT-ების — ონლაინ გაყიდული ციფრული გამოსახულებების — გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლად.

პრეზიდენტმა ასევე მიუთითა მილიონობით დოლარი სხვადასხვა სასამართლო დავის შედეგად მიღებული კომპენსაციების სახით.

ამ თანხებში შედის 16 მილიონი დოლარი ABC-ის წინააღმდეგ სასამართლო დავიდან, 16 მილიონი დოლარი CBS Broadcasting-ისა და CBS Interactive-ისგან, 24.5 მილიონი დოლარი Meta-სგან, 22 მილიონი დოლარი YouTube-ისგან და 8 მილიონი დოლარი X-ისგან.

თუმცა თეთრი სახლის განცხადებით, ამ თანხების დიდი ნაწილი ტრამპის მომავალ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ან ვაშინგტონის რაიონში პარკების მოვლაზე მომუშავე არაკომერციულ ორგანიზაციას მოხმარდა.

ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის მიხედვით, ტრამპის ქონება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული — მაშინ, როცა 2024 წელს ის 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Bloomberg Billionaires Index კი პრეზიდენტის ქონებას 7.6 მილიარდ დოლარად აფასებს.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა, რომელიც ადრე ბიტკოინს თაღლითობას უწოდებდა, თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დაიწყო — აშშ-ის კრიპტოვალუტის ზესახელმწიფოდ ქცევა.

გასული წლის ივლისში ტრამპის კონტროლქვეშ მყოფმა აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონების პაკეტი, რომელმაც კრიპტოვალუტა არსებითად ლეგალური გახადა. თეთრმა სახლმა კრიპტოვალუტის კანონმდებლობას „ისტორიული აქტი“ უწოდა, რომელიც შეერთებულ შტატებს ციფრული ვალუტების სფეროში გლობალური რევოლუციის ლიდერად აქცევს, გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას და აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსს.

ტრამპის მიერ დანიშნული ფინანსური რეგულატორის — ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის — ხელმძღვანელიც კრიპტოინდუსტრიის მოკავშირედ მიიჩნევა.

2025 წლის აპრილში თანამდებობის დაკავების შემდეგ პოლ ატკინსმა შეცვალა სააგენტოს მიდგომა და უარი თქვა მკაცრ რეგულირებაზე სამართლებრივი აღსრულების გზით, რომელსაც მისი წინამორბედი მისდევდა.

ტრამპის წლიური ანგარიში, რომელიც 900-ზე მეტ გვერდს მოიცავს, მნიშვნელოვნად აღემატება მისი წინამორბედების ანგარიშებს. მაგალითად, ჯო ბაიდენის ფინანსური ანგარიში პრეზიდენტობის ბოლო სრული წლისთვის მხოლოდ 11 გვერდისგან შედგებოდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

ირანის მუქარის გამო ტრამპმა ანკარა სხვა თვითმფრინავით დატოვა-აეროპორტში კი ბორტის კვების ფურგონით გადაადგილდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისის დასაწყისში, ანკარაში NATO-ს სამიტის...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა....

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია,...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...