“ჩვენ ვიცით, რომ რუსული სარდლობა ემზადება ახალი დიდი დანაკარგებისთვის. იმ დანაყოფებში, რომელთა პერსონალი მარტ-აპრილში თითქმის მთლიანად განადგურდა ან საგრძნობლად შესუსტდა, მიმდინარეობს ახალი ადამიანების აყვანა – მცირე მოტივაციით. მცირე საბრძოლო გამოცდილებით. მათ უბრალოდ სურთ, მიიღონ საჭირო თანხა.

რუსეთის სარდლობამ კარგად იცის, რომ უახლოეს კვირებში ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ათასობით დაიჭრება.

მაგრამ რატომ უკეთებენ საკუთარ თავს ამას რუსი ჯარისკაცები, რუსი ოჯახები? მეთაურები ატყუებენ თავიანთ ჯარისკაცებს, როდესაც ამბობენ, რომ მათ სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრძოლაზე უარის თქმის გამო. ამავე დროს, ისინი არ აცხადებენ, მაგალითად, რუსული არმიის მიერ გვამების შესანახად დამატებითი მაცივრების მომზადებაზე. არ ყვებიან, რა ახალ “გეგმურ“ დანაკარგებს ელიან გენერლები.

ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. სჯობს რუსეთში გადარჩე, ვიდრე ჩვენს მიწაზე დაიღუპო“

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.