“ათენში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალებს პროვოკაციის მოწობა დაავალა“–სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ათენში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. როგორც სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, საქართველოს ხელისუფლებამ იქ პროვოკაციების მოწყობა ადგილობრივ კრიმინალებს დაავალა.

“კვირას, დღის 2 საათზე, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ვხვდები.

ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.

მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.

მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ!
ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე!
სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!“ – წერს სააკაშვილი ფესიბუქზე.