ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილიც შეფასებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ხოლო მისი გათავისუფლებაც პოლიტიკური იქნება.
“ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ. დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო.
ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს ამბავი, აქ არ არის მნიშვნელოვანი, ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ნიკა გვარამია. ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი თითქმის ყველა პირი ამ ქვეყანაში იდევნება და დღეს ამას დაესვა ბეჭედი, რაადგან მედიის წარმომადგენლების მიმართაც რეპრესიული მანქანა ამოქმედდა – ნიკა გვარამია იქნა აყვანილი პოლიტიკურ ტყვეობაში, მისი გათავისუფლებაც, ბუნებრივია, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორიც დაჭერა იყო”,– თქვა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მოსამართლემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.