ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

“სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 წუთიდან და ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში. ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული გირაო გაუქმდეს და სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა”,– თქვა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.