ალადაშვილის კლინიკაში პაციენტს გადასხმა იმ პალატაში გაუკეთეს, სადაც მიცვალებული იყო

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ალადაშვილის კლინიკაში ბრმა ნაწლავის ოპერაციისთვის ამზადებდნენ, გადასხმა იმ პალატაში გაუკეთეს, სადაც გვამი იყო დასვენებული. წინასაოპერაციოდ მოსამზადებლად ქალს გარდაცვლილის გვერდით ყოფნა საათ–ნახევრის განმავლობაში მოუწია.

პაციენტის ახლობელი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ ქალმა იჩხუბა, როდესაც გვამის გვერდზე დაწოლი თხოვეს, რის შემდეგაც მას დაჯდომის უფლება მისცეს და კათეტერი დაუდგეს.

ალადაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მათ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა გაარკვევენ და განიხილავენ.