ჩვენ ღმერთს ვუტოვებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს პიროვნება, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაისერიში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარეს.ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, თურქი დიპლომატის დაბარება მიზნად ისახავს ერდოღანისთვის ცხადი შეტყობინების გაგზავნას.

“თქვენ, ვინც ჰამასის კრიმინალების ბავშვების მწველებს, მკვლელებს, სექსუალურად მოძალადეებსა და დამსახიჩრებლებს უჭერთ მხარს, უკანასკნელები ხართ, ვისაც ღმერთზე საუბარი შეუძლია. არ არსებობს ღმერთი, რომელიც მოუსმენს მათ, ვინც კაცობრიობის წინაშე თქვენი ჰამასელი ბარბაროსი მეგობრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ემხრობა”. – განაცხადა ისრაელ კაცმა.