“ოცნების წევრებმა ჩააბარეს ნარკოტესტი, სანამ პარლამენტში შევიდოდნენ. გასაკვირია რატომ არ არის ეს მოთხოვნა მერებთან დაკავშირებით. შესაბამისად ამიტომ იყო ჩემი ინიციატივა. არ ვიცი, ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს ამასთან დაკავშირებით და ამიტომ არ აბარებენ, თორემ რა არის, ძალიან მარტივია, ხომ, ამის გაკეთება? ნუ, ეს მათი გადასაწყვეტია.
მოგისმენიათ ჩემგან რამე, რომ თითქოს მე ვინმესთან დაკავშირებით ეჭვები მაქვს? არ არსებობს ბუნებაში ეგეთი რაღაც. არ გამიკეთებია ეგ განცხადება. რა შუაშია გიორგი გახარია, ხდება რამე, იცით რამე? დიდი აქცენტი გაქვთ გიორგი გახარიაზე და თუ იცით რამე, გვითხარით”
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. ის კვლავ დაჟინებით მოუწოდებს მერობის კანდიდატებს, ნარკოტესტი ჩააბარონ. იურისტი გიორგი მშვენიერაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას გახარიაზე კომპრომატი აქვს, რომ ნარკოტიკს მოიხმარს, რის გამოც მას ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.