ჩემი ვარაუდით გახარიაზე კომპრომატი აქვთ, რომ ნარკოტიკს მოიხმარს – მშვენიერაძე

ჩემი ვარაუდით გახარიაზე კომპრომატი აქვთ, რომ ნარკოტიკს მოიხმარს – ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს და კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება,  რომლის მიხედვითაც მან მერობის კანდიდატებს  ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

“2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა ხომ გახსოვთ?

ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი.

როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან”,- წერს მშვენიერაძე “Facebook-ზე”