ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა

“ჰარი პოტერის” ფილმებში ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი, ირლანდიელი მსახიობი მაიკლ გემბონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მისი ოჯახი აცხადებს, მსახიობი პნევმონიის შეტევის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა. მასთან ერთად იყვნენ ცოლი და შვილი.

მაიკლ გემბონმა სამსახიობო კარიერა 60 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო.