ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე 1 004 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის, არის  ლექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიშიც.  21 აპრილს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთის 82 ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის

განთავისუფლებას.მოსკოვის მერიამ აქციების ჩატარების ნებართვა არ გასცა, რუსეთის შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ კი, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ მასობრივი არეულობებისთვის პასუხს აგებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აქციაში ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელეარხ „დოჟდის“ თანახმად, მოსკოვში გამოსულ დემონსტრანტთა რიცხვი ათი ათას აღწევდა, როცა “Открытые медиа-“მ 25 ათასი დაასახელა.

ნავალნი, რომელიც კოლინიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კვირაა შიმშილობს და მოითხოვს მასთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლას.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ალექსეი ნავალნის პირადმა ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს გარდაიცვალოს. ნავალნი, რომელიც კოლინიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კვირაა შიმშილობს და მოითხოვს მასთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლას.