”ალტ-ინფო მოდის საცემად” – ნატა ფერაძის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა [ვიდეო] 

”ალტ-ინფო მოდის საცემად” –  ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომელსაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ამ წუთებში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა ნატა ფერაძის სახლთან სადაც, როგორც თვითონ აცხადებს “ალტ ინფოს” მხარდამჭერები მიემართებიან.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო სამების ტაძრიდან, რომელშიც ჩანს, იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს, აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

პოლიციამ აღნიშნულზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.