ამაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი რთული წარმოსადგენია – სამადაშვილი ელჩების მოსმენაზე

“ამაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი რთული წარმოსადგენია” – დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ელჩების ფარული მიყურადება საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალია.  სამადაშვილმა ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“სერიოზული დიპლომატიური სკანდალია იმიტომ, რომ პირდაპირ არღვევს ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული აქვს საქართველოს, როგორც ვენის კონვენციის ხელმომწერ მხარეს და შესაბამისად, აღებულია აქვს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მოქმედი დიპლომატიური მისიების თავისუფალი გაცვლა და ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.  დღეს უკვე ღიად და აშკარად გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ დემოკრატიული და სტრატეგიული ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებს ისინი მოიაზრებენ როგორც მოწინააღმდეგეებს. ამაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი რთული წარმოსადგენია ჩემთვის”,- თქვა მან.