ამგვარ მინისტრზე მეტი უბედურება რა შეიძლება იყოს? – ნათელაშვილი ჩხენკელზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმიანება განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უნდა გაიმარჯვოს, რათა “ჭეშმარიტად განათლებული თაობა” გვყავდეს.

ნათელაშვილის აზრით, ჩხენკელი თავის პარტიას მიიჩნევს განათლებლი თაობის გარანტად.

“ათი ათასი ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის, ხოლო 71 ათას სტუდენტს ეს სტატუსი შეჩერებული აქვს და ასეთი ქვეყნის განათლების მინისტრი, არა მარტო ბიძინა ივანიშვილს აცხადებს ექვთიმე თაყაიშვილად, არამედ მის პარტიას მიიჩნევს განათლებული თაობის გარანტად. ამგვარ მინისტრზე მეტი უბედურება რა შეიძლება იყოს ქვეყნის მომავლისათვის?”,– წერს ნათელაშვილი.