ამერიკული მედია: ზელენსკი ბაიდენს ოთხშაბათს ვაშინგტონში შეხვდება

მრავალი ამერიკული მედია, მათ შორის CNN და Axios, იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ვაშინგტონში იქნება აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მიფრინავს შეერთებულ შტატებში.

ამ მოულოდნელი ვიზიტის დროს ზელენსკი შეხვდება პრეზიდენტ ბაიდენს და სიტყვით მიმართავს კონგრესის ორივე პალატას, იტყობინება CNN.

ეს ინფორმაცია ჯერ არც უკრაინულ და არც ამერიკულ მხარეს არ დაუდასტურებია.

თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება საზღვარგარეთ 24 თებერვლის შემდეგ.