ამისთვის ჰქონდათ კარვები გადანახული, კომიტეტზე უარს იტყოდნენ და ჩავიდოდნენ – ღუდუშაური

”ალბათ, ამისთვის ჰქონდათ კარვები გადანახული, რომ კომიტეტზე უარს იტყოდნენ და ჩავიდოდნენ კარვებში”-  ასე ეხმაურება, უმრავლესობის გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას.

„ეს არის ძალიან ცუდი, დესტრუქციული ნაბიჯი, რომ კომიტეტის საქმიანობაზე იძახი უარს, ითხოვ ბოიკოტს და კომიტეტზე საქმიანობის ნაცვლად ირჩევ კარვებს. საინტერესოა, სად წავიდა ოპოზიცია? როცა ვეუბნებოდით, რომ უნდა აიღოთ კარვები, ალბათ, ამისთვის ჰქონდათ გადანახული, რომ კომიტეტზე უარს იტყოდნენ და ჩავიდოდნენ კარვებში. როგორც ჩანს მათ კომიტეტში საქმიანობას კარვებში საქმიანობა ურჩევნიათ. ვურჩევდი, დაბრუნდნენ კომიტეტზე, წარმოადგინონ არგუმენტები და დაანახონ არგუმენტებით საზოგადოებას, როგორ არ უნდა წარიმართოს პროცესი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, პროტესტის ნიშნად,  კომიტეტის სხდომა დატოვეს, სადაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნ 9 კადიდატზე მსჯელობდნენ.

 

ისხდნენ ახლა მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი 3-კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი – ნაცვლიშვილი

ოპოზიციამ დატოვა სხდომა, რომელზეც მოსამართლეთა დანიშვნაზე მსჯელობდნენ