ამოღებულია როუტერი, რომლითაც დაადგენენ მოხდა თუ არა კომპიუტერში უკანონო შეღწევა – ბაჩალიაშვილის სახლში საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა

პროკურატურის წარმომადგენლებმა დაღუპული თამარ ბაჩალიაშილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

სამართლდამცველებმა ბინიდან ინტერნეტის როუტერი ამოიღეს, რომელიც კონკრეტული მოწყობილობის ინტერნეთთან კავშირს უზრუნველყოფს და შესაძლოა, ეს როუტერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ამით შეიძლება დადგინდეს, მოხდა თუ არა თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევა.

23 წლის პროგრამისტის მამა ამბობს, რომ მან გამოძიებას ახალი გარემოების შეახებ უამბო, რის შემდეგაც პროკურატურამ როუტერის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა. როგორც ოჯახი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამდე, ავტომობილი  ოჯახის  სახლთან ხშირად იდგა მანქანაში მსხდომი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებისა და სიკვდილის შემდეგ კი მეზობლებმა სახლთან უკვე “შკოდას” მარკის ავტომანქანა დააფიქსირეს, საიდანაც მათ ფოტოებს უღებდნენ.

“ბევრჯერ მყავს შემჩნეული შავი ტოიოტა ქამრი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ღამე იჯდნენ შიგნით და კომპიუტერი ეჭირათ. უცოხ მანქანს რომ ვხედავდი ბიჭებს შევეკითხე და ყველამ თქვა რომ არ არის უბნის მანქანაო” – განაცხადა  ბაჩალიაშვილების მეზობელიმა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, გოგონას გაუჩინარებამდე სახლთან ხშირად იდგა “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილი, შიგნით მყოფი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ.

დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე ბაჩალიაშვილების 2 მეზობელიც დაიბარეს, რათა “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილის შესახებ დეტალები გაირკვეს.