„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვაყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.”

ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც კალაძე ამბობს რომ თბილისში ჩამოსვლისას ქალაქში ბინა არ ჰქონდა და გლდანში ცხოვრობდა.