“რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ამ შეკრებაზე წარმოდგენილი იყვნენ ბუნებრივია როგორც არამოხელეები, ასევე მოხელეები. თანაფარდობა იყო შესაბამისი, რაც არის ზოგადად საზოგადოებაში. მათი რაოდენობა იყო ძალიან მცირე. ამაში დარწმუნება შეუძლია ნებისმიერ პირს, ამოიღონ შვებულებების შესახებ სტატისტიკა და ნახავენ, რომ საჯარო მოხელეების წილი ამ აქციაზე იყო საკმაოდ მცირე, შეიძლება ეს იყო 2%, 3%, მაქსიმუმ 4%. მუხტი იყო ჯერ, ამ შეკრებაზე, ხელოვნურად შეიძლება ვიღაც ჩამოიყვანო, მაგრამ ხელოვნურად მუხტს ვერ შექმნი”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის აქციაზე.