ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი – ნათია თურნავა შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით

ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი, – ასეთია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას პასუხი მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ხუმრობით აღნიშნა, რომ ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებს.

„უი რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ! რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა თურნავამ.