დოკუმენტს პოლიტიკური ძალა არ აქვს, რეკომენდაციებია – ზალკალიანი კონგრესმენების ანგარიშზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი სახელდება, როგორც “პუტინის ახლო მოკავშირე ,რომელიც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

ზალკალიანის თქმით, ამ დოკუმენტს პოლიტიკური ძალა არ აქვს და ის უბრალოდ კვლევაა, რეკომენდაციების ხასიათს ატარებს.

“მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს, ეს არის კვლევა, ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონდმებლო, ძალა, დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს. ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის ძალიან პატივცემული რესპუბლიკელები. მათ შორის 13 თუ 14 კონგრესმენის ხელმოწერაა, აქედან 3-თან მინდა გითხრათ, რომ მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა და მსგავსი რამ არც კი გამიგია”,- თქვა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ის ძალიან მოცულობითი დოკუმენტია და იქ არამარტო საქართველოზე, არამედ გლობალურ პრობლემებზეა საუბარი.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და რუსეთისკენ არ მიჰყავს, ფაქტები სხვა რამეს მეტყველებენ.

აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშში 13 კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში  ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული