ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა–გამყრელიძე

ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის “სინოფარმზე“ რეგისტრაცია გუშინ საღამოს გაიხსნა და დიდი აქტიურობა გამოიწვია.

„დღეს დილისთვის იყო 6705 ჯავშანი. ჩვენ 100 ათასი დოზა გვაქვს, რომელიც ორჯერადად უნდა გაკეთდეს. 50 ათას ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. პორტალი 15 მაისამდე იყო ჩაკეტილი, დღეს გადაწყდება რომელ რიცხვამდე გავხსნით, ვიმსჯელებთ როგორ გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა“,-აცხადებს გამყრელიძე.

ამ დროისთვის თბილისში ჩინურ ვაქცინაზე “სინოფარმზე” სარეგისტრაციო ადგილები შევსებულია.