ამ დღეებში გამოხტომების საგანი ვიყავი, თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ – წულუკიანი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის თავს მსხვერპლად არ მიიჩნევს. მისივე თქმით, სიძულვილის ენა პოლიტიკური კამპანიის ნაწილი არ უნდა იყოს.

“მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხტომების საგანი, ვიტყოდი, რომ მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. მე ამ კონკრეტულ სუბიექტზე, რომელიც კიევში დაბუდებულა, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის და 31 ოქტომბერს ქართული ოცნება ძალიან დიდ გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს სწორედ ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ამ ქვეყანას”, — ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა წულუკიანს “მახინჯი” უწოდა და თქვა, რომ ის ჰააგაში საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს.