ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. ტიკარაძე ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 4 ნოემბერიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა იგეგმებოდა.

“დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე​​მ.