ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირების საჭიროება აღარ არის – გამყრელიძე

ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირების საჭიროება აღარ არის – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საავადმყოფოებში საკმარისი რაოდენობის საწოლებია და გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა იმატებს შესაბამისად, დიღმის საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირების საჭიროება აღარ არის.

“დღეს, რადგან აქტიური შემთხვევების რიცხვი მცირდება ქვეყანაში, ჰოსპიტლის საჭიროება ამ ეტაპზე იხსნება, გვყოფნის საწოლები, გაშლილი საავადმყოფოებში, მაგრამ ეს არ წყვეტს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, ის დარჩება მზადყოფნის რეჟიმში თუ ამის საჭიროება დადგა. დღეს საწოლების რაოდენობა საკმარისია, გაწერები, როგორც გითხარით, მომატებულია, გამოჯანმრთელება მეტია ბოლო დღეებში, ვიდრე ინფიცირება და ამის გამო აღარ არის საჭიროება ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირების”, – განაცხადა გამყრელიძემ.