ამ კანონს ჰქვია EU-ზე უარის თქმის მცდელობა, მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი – მელია რუსულ კანონზე

‘ამ კანონს ჰქვია EU-ზე უარის თქმის მცდელობა, მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი” – აცხადებს პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა მელია “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე.

“ქართული ოცნება უკანასკნელი, განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ყოველ დღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ღიად და დაუფარავად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირისგან. ეს ნაბიჯი წინ გადადგმული მათ მიერ ამას ისახავს მიზნად. […] დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, მეტი არაფერი ხალხო, რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსება, არსებობა მოვლენას, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო, ამ ყველაფერს, ცდილობს ახლა ქართული ოცნება რომ შემოგვიტრიალოს რაღაც ყბადაღებული საკითხით, რომელსაც რუსული კანონი ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია და რომელსაც სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა.[…]

ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს პერსპექტივას იაროსლავში და ტომსკში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი, გვჯერა, არა თუ მიგვაჩნია. მდინარაძე ივანიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა და ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღვნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე და როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის არ გასვლია, ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი, ამიტომ სიტყვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე მჯერა ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური, გვჯერა ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ყველაფერს”, – თქვა ნიკა მელიამ.