ამ კრიტიკულ ვითარებაში 4 ვარიანტი გვაქვს – აზოვის პოლკი

აზოვის პოლკის დაზვერვის განყოფილების ოფიცერი, ილია სამოილენკო აცხადებს, რომ აზოვსტალში მყოფ მარიუპოლის მცველებს მოქმედების 4 ვარიანტი აქვთ.

“რაც შეეხება შანსებს, რაც აქ გვაქვს, იმავეს გეტყვით, რასაც ვეუბნები ჩემს თანამებრძოლებს, ჯარისკაცებს… ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, ახლა გვაქვს [ოთხი ვარიანტი].

პირველი – უბრალოდ დადო იარაღი და დაჯდე კუთხეში, დაელოდე დასასრულს, ეს იქნება ნელი სიკვდილი შიმშილისგან ან სწრაფი სიკვდილი ბომბისგან.

მეორე ვარიანტი – შეგიძლიათ სცადოთ როგორმე გაიქცეთ მშიშარასავით, იფიქროთ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე, არ იფიქროთ თქვენს მოვალეობაზე, ფიცზე და ეს არის ზუსტად ის, რაც დაემართა საზღვაო ქვეითების მეთაურს.

ისეთი ვითარებაა, რომ მთავარი პოზიციებიდან 100 კილომეტრზე მეტზე ვართ, აქ გარღვევა შეუძლებელია, მაგრამ თუ მხოლოდ შენს ცხოვრებაზე ფიქრობ, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ გამოიყენებთ ყველა შესაძლებლობას. ეს ვარიანტი დიდი სირცხვილია და მეორეც, შეიძლება სიკვდილამდეც მიგიყვანოს, რადგან ასეთი მცდელობისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

მესამე, შეგიძლიათ დადოთ იარაღი და უბრალოდ დანებდეთ. მეოთხე ვარიანტი კი ერთადერთი გზაა, რომელიც სიცოცხლის გარანტიას მოგცემთ და არ შეგრცხვებათ იმის, რაც გააკეთეთ – ადექით და იბრძოლეთ”,– თქვა ოფიცერმა.

მისივე განმარტებით, აზოვის პოლკისთვის ჩაბარება მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში მათ გადარჩენის შანსი არ აქვთ.

“ჩვენი მთელი ამ დროის განმავლობაში ვიცოდით, რომ აზოვის ბატალიონს არ აქვს გადარჩენის მაღალი შანსები, თუ ტყვედ ჩავვარდებით და ჩვენთვის დანებება მიუღებელია. ასეთ დიდ საჩუქარს მტერს ვერ გავუკეთებთ”, – აღნიშნავს სამოილენკო.