“რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთისა და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია, რომელიც ამას მოითხოვს. იმიტომ, რომ რუსეთი, საკუთარ თავს თავად იმცირებს. ჩვენ ყველამ ჯობია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს მოიტანს მშვიდობას და გადაარჩენს არაერთ სიცოცხლეს”

ასე პასუხობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დაამცირონ.