ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, ბოდიში მათ ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე – ცოტნე კობერიძე

“ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, ბოდიში მათ ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე”- ამის შესახებ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.  ცოტნე კობერიძე თბილისის ე.წ. ჩრდილოვან, კოალიციურ მთავრობაში ვიცე-მერობის კანდიდატი უნდა  ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნება.

”მეგობრებო, ვიცე მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთნონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა როგორც ვიცე მერობის ნადიდატი ჩემზე კარგად იზამს.ჩემთვის უპირველესი ამოცანაა ქართული ოცნების დამარცხება, თუ თბილისი კალაძემ წააგო გარდაუალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა.

მადლობა იმ ადამინებს ვინც მხარში მედგა, ვინც მენდო, მომისმინა, ვინც მიუხედავად ჩემი ასაკისა ჩემ ნაფიქრებს სცა პატივი და ჩემ ლანძღვის მოდას ასაკის გამო არ აყვა.
განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც პრაიმერისში მხარი დამიჭირა, ჩემი კამპანიის ხემძღვანელს ნინა საჯაიას და ფანდრაიზერ კატო ზაქარეიშვილს.

ბოდიში მათ ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე, ბოდიში ასევე მედიას რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე, გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე.

ყველაფერი ის რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია, მე ვიცე მერი ვიქნები, ვიცე პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. ეთერებშიც ხაზს ვუსვამდი რომ ჩემთვის რიგალიას თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.

უკანასკნელი ორი თვის განმალობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველა ახალგაზრდა ვთხოვ არ მოერიდოს პოლიტიკაში ჩართვას, ზოგადად არაფრის არ მოერიდოს, არ დაელოდოს დროის გასვლას.

ახლა მთავარია კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან.

დღეიდან “ის გირჩელი ბავში ვიცე მერი” აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს.” – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.