“გახსოვთ, ფარატინა ქაღალდებად დარჩა რეზოლუციები. ხალხზე არ გაჭრა მაშინ და ქვეყანამ საბოლოო ჯამში მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ. აქაც, როგორც ჩანს, ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება, მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას”
აცხადებს ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.