ამ ქვეყანაში, მთავარია, არ გახდე ავად და არ დაგჭირდეს სასამართლო! – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ გუშინ მოლაპარაკებებზე ბევრჯერ მოისმინა ფრაზა: “სასამართლომ გადაწყვიტოს, ვერ ჩავერევით”.

“12 წლის წინ ვამბობდი და დღესაც იგივეა: ამ ქვეყანაში, მთავარია, არ გახდე ავად და არ დაგჭირდეს სასამართლო!
გუშინ რაც მე “სასამართლომ გადაწყვიტოს, ვერ ჩავერევით” აზრები ვისმინე…

დღეს ექიმთან ვარ (კაი ხნის წინ ჩაწერილი) და ისევ ცოცხალი რიგი… ჰოდა, დროა მივხედო ჩემს გამოუსწორებელ ოპტიმიზმს”,- წერს სამნიძე.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დანიელსონის შუამავლობით შეთანხმება ვერ შედგა.