ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო, ჩვენ სხვანაირ საქართველოზე ვოცნებობთ – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია.

“მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიის და დამამცირებელი განცხადებებით ვერ გადაიჭრება. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვანაირ საქართველოზე ვოცნებობთ”. – წერს ის ტვიტერზე.