ანა დოლიძემ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ანა დოლიძის პარტიამ “ხალხისთვის” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა. პარტიის კანდიდატები არიან:

  • ვაკე – ალექსანდრე რატიშვილი
  • საბურთალო – თამარ ჭიჭინაძე
  • ჩუღურეთი – სერგო ლომიძე
  • სამგორი – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
  • მთაწმინდა – ​ნინო ქოქოსაძე
  • ისანი – კობა კობახიძე
  • კრწანისი – მაია კეკუა
  • დიდუბე – ​ნინო წულაძე
  • ნაძალადევი – მიხალის ირემაძე
  • გლდანი – ირაკლი თედორაძე

თბილისში მერობის კანდიდატი თავად ანა დოლიძე იქნება. ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.