ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

პარტია ”ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია გააჟღერა და განაცხადა რომ მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

“პარტია ხალხისთვის პოლიტ-საბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი
სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე
ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდაჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით მივმართეთ ჩვენ ამომრჩეველს, დავურეკეთ 200-ზე მეტ მხარდამჭერს, პარტიის ოფისში პირადად შეხვდით ათობით ადამიანს და მოვისმინეთ მათი პოზიცია… ჩვენს ამომრჩევლებში ასევე დიდი ნაწილი არის ისეთი ადამიანი, რომელიც მეორე ტურში წარმოდგენილი კანდიდატებში სისტემური ცვლილებების და განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ისინი წარმოდგენილ არჩევანში რეალურ ალტერანტივას ვერ ხედავენ” – ნათქვამია განცხადებაში.