ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

“ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანი წითლიძე ექიმების მოთხოვნით შიმშილობას წყვეტს.

როგორც, წითლიძის ექიმმა, განაცხადა შიმშილობის მე-12 დღეს, მისი მდგომარეობა “უკიდურესად მძიმეა” ასევე ექიმის თქმით,  წითლიძე რამდენიმე დღეს კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით”-ამბობს ექიმი.