ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და გახდა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.