ანტიპუტინისტური კოალიცია და ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი- ექსპერტის ანალიზი

საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი, რუსლან შავაძე თვლის, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ცივილიზებული მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. ის პარალელს გასულ საუკუნესთან და მეორე მსოფლიო ომთან ავლებს და ანტი ჰიტლერულ კოალიციას იხსენებს. რა ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს იწვევს რუსეთ–უკრაინის ომი– რუსლან შავაძის ანალიზი.

40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დაასრულეს შეხვედრა რამშტეინში(გერმანია) მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე უკრაინისათვის სამხედრო-პოლიტკური  მხარდაჭერის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, ამ შეხვედრისთან პარალელის გავლება შესაძლებელია 1943 წლის თეირაინის კონფერენციასთან რომლის დროს განიხილეს ანტიჰიტლერულ კოალიიციასთან  ბრძოლის სამომავლო სამხედრო გეგმებსა და ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობისა და უსაფრთხოების შესახებ…

1942 წელს ანტიჰიტლერულ კოალიციაში 26 სახელმწიფო იყო გაწევრიანებული ომის დასასრულს კი ამ რიცხვმა 53 მიაღწია, ამ მასშტაბის მხარდაჭერა რაც უკრაინას აქვს უპრეცედენტოა და მისი რაოდენობა ბუნებრივია გაიზრდება…

?თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შექმნან კოალიცია უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიასთან დასაპირისპირებლად.  აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ამ შეხვედრას ისტორიული უწოდა! მოკავშირეებმა განიხილეს უკრაინის სამხედრო მრეწველობის პოტენიაციალი და მისი შესაძლო წარმოების პერსპექტივები, მოკავშირეებმა განიხილეს  გარდა შეტევითი ოპერაციებისათვის საჭირო შორი მოქმედების საარტილერიო დანაგდგარებისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება,ასევე საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზეც, უკრაინულმა მხარემ მოითხოვა რომ ზურგის გამაგრებაა(დასავლეთ და ცენტრალური უკრიანა) საჭირო, რადგან რუსული მხარის მიერ სარაკეტო დაბომბვები ლოჯისტიკურ ხაზებს ზიანს აყენებს და აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე შეარაღების დროულად და უსაფრთხოდ ჩატანა ჭიანურდება… სავარაუდოდ უკრაინა მიიღებს სააჰაერო თავდაცვის ამერიკული წარმოების საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს:

  • MIM-104 Patriot-ებს რომელიც ეფექტურია ბალიტისტიკური რაკეტებისა და პილოტირებადი ავიაციის წინააღმდეგ
  • ბრიტანულ SkySabre-ების თანამედროვე თავდაცვის სისტემებს რომელიც ეფექტურია ფრთოსანი რაკეტების ლაზერულარად მართვადი ბომბებისა და დრონების წინააღმდეგ.
  • ეს სისტემები კოომბინირებულად იმუშავებს და საჰაერო სივრცის კონტროლს უკრაინულ S-300-ებთან ერთად ტანედემში დაიცავს,

ასევე საუბარია ევროპულ Aster-30-ების საზენიტო სარაკეტო სისტემაზე თუმცა დეტალები უცნობია…

  • შეერთებული შტატები “გადაატრიალებს ცას და დედამიწას რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში” – პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი

?უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება, დაგეგმილია ასევე შემდგომ კვირეებში ლ.ოსტინისა და ე.ბლინკენის ხელახალი ვიზიტი უკრაინაში სავარაუდოდ ეს მოხდება უკრაინის მხარდამჭერი დემოკრატიის ლენდილიზის აქტის მიღების შემდგომ რომელსაც ამ კვირაში კონგრესში განიხილავენ…

შეხვედრას ჰქონდა ორი ძირითადი განზომილება:

1)სამხედრო-რომელიც გულისხმობს რუსული საოკუპაციო ძალების ბრძოლის ველზე ეტაპობრივად დამარცხებას, შესაბამისად უკრაინის მოკავშირეები გარდა შეარაღების მიწოდებისა, შეუმუშავებენ სტრატეგიას რომ თავიანთი ქვეყნების სამხედრო მატერიალურ-ტექნუკურ ბაზაზე უკრაინისათვის შესაბამისი შეარაღება აწარმოონ(როგორც ეს ამერიკამ გააკეთა უპილოტო დრონები Phoenix Ghost-ების სპეციალურად უკრაინისათვის შეიქმნა) და ამასთანავე უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყებენ სამხედრო მრეწველობის დანერგვას რათა აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობა(ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ვაზნები, საარტილერიო ჭურვები, ავტომატები და სხვა შეარაღება…) აწარმოონ, რომელიც ომის ყველა შესაძლო სცენარისათვის მზაობას ნიშნავს, შეხვედრაზე სავარაუდოდ განიხილეს ომის მსვლელობის ერთიანი სადაზვერვო-ანალიტიკური მექანიზმის შემუშავება, რომელის საშუალებითაც  მოხდება  როგორც დროული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ასევე აუცილებელი სამხედრო შეარაღების საჭიროებების განსაზღვრა და ლოჯისტიკური მაგისტრალების ერთიანი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება რათა დროულად მოხდეს შეარაღების მიწოდება უკრაინისათვის…

2)პოლიტიკური-რომელიც გულისხმობს რუსული საოკუპაციო ძალების საბოლოო დამარცხების გაფორმებას, რომლის გარანტორებიც სწორედ ამერიკა და ამ კოალიციის წევრები იქნებიან, რის შემდეგაც ახალი გეოპოლიტკური დღის წესრიგი დადგინდება, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ფორმაციას განიცდის, სადაც ამერიკის როლი მკვეთრად გაიზრდება, შესაბამისად საფრანგეთისა გერმანიისა და თურქეთის როლი შემცირდება, ასევე ყალიბდება აღმოსავლეთ ევროპის ერთიანი ფარი სკანდინავიიდან ბალკანეთამდე რომელიც უკრაინასთან ერთად NATO-ს მთავარი დასაყრდენი იქნება შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოებისათვის, ამ ფორმაციის გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლი საგრძნობლად გაზრდილია…

ახალი გეოპილიტიკური დღის წესრიგი შემდგომი ათწლეულების მსოფლიოს განვითარებას განსზაღვრავს ჩვენ როგორც ერმა უნდა ავირჩიოთ რომელ მხარეს გვინდა რომ ვიყით და თუ ვაცნობირებთ პრაგმატული მოქმდებების დროა.

“თავისუფლება გონების მდგომარეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მუდმივად იბრძვი ამისთვის”- ალბერტ აინშტაინი