ანტისაოკუპაციო და ვეტერანთა კავშირის წევრებმა უკრაინაში ბრძოლისთვის ელჩს მიმართეს

ვეტერანთა კავშირის წევრებმა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა უკრაინაში  საბრძოლველად წასასვლელად მზად ყოფნა გამოთქვეს და ამ მოთხოვნით უკრაინის საელჩოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას  ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლოდერმა დავით ქაცარავა ავრცელებს.

“იმ ფონზე, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ჩვენ, ქართველებს ვალი გვაქვს ჩვენი უკრაინელი ძმების. ყოველთვის იბრძოდნენ ქართველების დასაცავად. აქ მოვედით და გავაკეთეთ განაცხადი საელჩოში, რომ ჩვენი ნებისმიერი რესურსი მათ განკარგულებაშია, როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოვიქცევით, მზად ვართ ნებისმიერი დავალებისთვის, ნებისმიერი ფუნქცია შევითავსოთ, რაც ჩვენს კომპეტენციაშია, ან მას სცდება”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ისინი ასევე გეგმავენ რომ შეხვდნენ უკრაინის ელჩს საქართველოში ელჩ იგორ დოლგოვს, რათა გაიარონ მეტი დეტალი.

“საელჩოს წარმომადგენელმა დაგვიფიქსირა თავისი პატივისცემა და ის სიხარული, რომ მზად ვართ ამისთვის”, – თქვა მან.