“თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, დიდხანს ამ სიტუაციის შენარჩუნებაც ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლება ამ რაღაც სიურრეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას. ამას მე ვემხრობი, ეს ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია, ანუ ჯერჯერობით, არ არის მთავრობის მზაობა, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.”

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმედთან საუბრისას.