არავაქცინირებულებში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე აცრილებში

არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს. კლინიკური კვლევები 13 შტატის 600 000 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემებს მოიცავს.

.„ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების, როდესაც „დელტა“ ვარიანტი დომინანტური იყო, შესწავლისას აღმოჩნდა, რომ არავაქცინირებულების დაინფიცირების ალბათობა ოთხნახევარჯერ, ჰოსპიტალიზების – 10-ჯერ, გარდაცვალების კი 11-ჯერ მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულების“,- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.