არავითარი კომპრომისი პოლიციელზე განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე – ღარიბაშვილი

“არავითარი კომპრომისი პოლიციელზე განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე “- ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით პარლამენტის აღების მცდელობასთან. როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ვსაუბრობდით, ვეკითხებოდით – როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა, მაგალითად, ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში, აშშ-ში. ვნახეთ კიდევაც, რომ კაპიტოლიუმზე მოხდა შტურმის მცდელობა, რაც დასრულდა იმით, რომ 150 ადამიანი დააკავეს და ადგილზე მოხდა 4 ადამიანის ლიკვიდირება. ნიკა მელიას საქმეზე, რომ ვსაუბრობთ ამ განმარტებას ვაკეთებთ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ – ინდულგენცია არ იქნება, რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა და ისინი ალიბს ვერ შეიქმნიან და მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება კანონი, არ იქნება მშვიდობა”- თქვა ღარიბაშვილი.