არავინ აპირებს გაჩერებას და 1-2 პროცენტზე ვაჭრობას, 4-ზე პარლამენტთან! – ხოშტარია

არავინ აპირებს გაჩერებას და 1-2 პროცენტზე ვაჭრობას, 4-ზე პარლამენტთან , – წერს ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია Facebook -ზე

“დიდი მადლობა ვაკის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ქართულმა ოცნებამ ვერ აიღო მართვის მანდატი, მათ შორის არც ვაკეში. ეს რეალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩევნები არა თუ გაყალბებულია, ბიძინა აუქმებს როგორც ინსტიტუტს და ამას არავინ შეეგუება.

არავინ აპირებს გაჩერებას და 1-2 პროცენტზე ვაჭრობას. 4-ზე პარლამენტთან!”, – წერს ხოშტარია.