“ნუ, აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული. თუკი ნებისმიერი ადამიანს, რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გავაგრძელებთ მომავალშიც და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და, ნუ, შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები [შეცდომაში]. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ. თუკი მათ აქვთ ამის საჭიროება, რომ თითოეული, ასე ვთქვათ, მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში,”

აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.