არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები -ზურაბ ჯაფარიძე

“არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები”-  “გირჩის”  ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში რეგულაციებს არავინ არ უნდა ემორჩილებოდეს რადგან ერთ მხარეს არის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები და მეორე მხარეს არიან შიმშილისთვის განწირული ადამიანები.

“არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე, ასევე, დევს ადამიანების სიცოცხლეც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. ჩვეულებრივად, იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამბობს ჯაფარიძე.