“ამ კადრების გავრცელება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, იმიტომ რომ ვხვდებით, თუ რამდენად დიდია ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით…

სახელმწიფო სისტემა, ისევე როგორც კონკრეტულად პანიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს ექცევა ყველა კანონის და მისი უფლების დაცვით. არავინ დაუშვებს, რომ მან ეძალადოს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს. მიხეილ სააკაშვილი რჩება ისეთად, როგორიც იყო”

ამბობს ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის კადრებზე, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.