“არავის არ გადმოგცემთ! სანამ ქვეყანას მართავს ხალხი, ვინც რუსეთის თამაშს თამაშობს” – გონჩარენკო “ოცნებას”

“არავის არ გადმოგცემთ იქამდე, სანამ ქვეყანას მართავს ის ხალხი, ვინც რუსეთის თამაშს თამაშობს” – აცხადებს,  უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსი გონჩარენკო.

“პასუხი საქართველოს ხელისუფლებას, მე ვარ ალეკო გონჩარენკო მე იქ კარგად მიცნობენ. მე ვარ ალეკო გონჩარენკო ოდესიდან.  გამარჯობა, მე მინდა გიპასუხოთ.

საქართველოსა და უკრაინის  ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყველაფერი მარტივადაა – საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, საბოლოოდ მოიშოროს ხალხი, ვინც რუსეთთან ფლირტშია, რადგან საქართველო რუსეთისგან უკრაინაზე არანაკლებ  დაზარალებულია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჩვენ ერთად უნდა გავანადგუროთ ეს იმპერია.

არ გვჭირდება ვინმეს ვთხოვოთ ომში ჩართვა, მათ ეს თემად აქვთ ქცეული, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. არავინ ამის გაკეთებას არ აპირებს.

არავის არ გადმოგცემთ იქამდე, ვიდრე ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად რუსეთის თამაშს თამაშობს.

არავის გადმოგცემთ და მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც დასახელდა, რადგან ისინი საუკეთესო ქართველები არიან, რომლებიც როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ეს ხალხი ქვეყანაში დაბრუნდება  ისევე როგორც ის მოხალისეები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ბევრი ქართველი იბრძვის და მათ შორის ეს ხალხიც, იმიტომ რომ უყვართ თავისი ქვეყანა განსხვავებით იმათგან, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს”- აცხადებს გონჩარენკო.

“ოცნების” ხელისუფლება უკრაინისგან ზურაბ ადეიშვილისა და გია ლორთქიფანიძის გადმოცემას ითხოვს.