“არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური – სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ( საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები ) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო. ცოტახნის წინ გასაჯაროვებული ინფორმაცია საქართველოს პორტში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი გემის შემოსვლის ფაქტი მაქვს მხედველობაში. წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით (რეზინ ექსჩეინჯი) და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება. ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში.”

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.